ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაცია EWG-მა (Environmental Working Group) გამოიკვლია მობილური ტელეფონის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მიღებული შედეგები ურთიერთსაწინააღმდეგოა. მიმდინარე წლის სექტემბერში ნაციონალურმა ინსტიტუტმა "რაკამ" აშშ-ში აღნიშნულ თემაზე გამოაქვეყნა ნაშრომი. ექიმები, ძირითადად, ეძებდნენ კავშირს უკაბელო ტელეფონების მოხმარებასა და თავის ტვინის სხვადასხვა სახის სიმსივნის ჩამოყალიბებას შორის. საბოლოოდ ყველა თანხმდება, რომ მობილური ტელეფონების გამოყენებამ ფართო მასშტაბი იმდენად ცოტა ხანია რაც მიიღო, რომ ნაადრევია დასკვნების გაკეთება.
როგორ შევამციროთ საფრთხე? საყოველთაოდ ცნობილია, რომ მობილური ტელეფონი აძლიერებს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას. ყველა თანხმდება იმაზედაც, რომ ეს გამოსხივება უფრო მავნებელია, ვიდრე სასარგებლო. ამიტომაც შეიმუშავეს გარკვეული რეკომენდაციები ამ მავნებლობის ხარისხის შესამსუბუქებლად:
1. გამოიყენეთ უფრო ნაკლებგამოსხივებიანი ტელეფონები,
2. ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი მოისმინეთ, რადგან ტელეფონი მეტად გამოასხივებს ინფორმაციის გადაცემისას, ეს იქნება ხმოვანი ინფორმაცია თუ ტექსტური,
3. ეცადეთ, ტელეფონი თქვენგან მოშორებით გქონდეთ,
4. შეუზღუდეთ ბავშვებს მობილური ტელეფონის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აკრძალვა ოფიციალურად გამოაცხადა მსოფლიოს ექვსმა ქვეყანამ.
მავნე ტელეფონები:
აღსანიშნავია, რომ მაღაზიაში ძნელია გარჩევა, რომელი ტელეფონია უფრო მავნებელი და რომელი - ნაკლებად. აქ გამოდგება EWG-ის გამოკვლევები. ამ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ პროტესტი გამოთქვა აშშ-ის ბაზარზე არსებული ყველა პოპულარული ტელეფონის წინააღმდეგ. ტელეფონის გამოსხივება დამოკიდებულია პროვაიდერზედაც. რაც უფრო ცუდია კავშირი, მით მეტი მუშაობა უწევს ტელეფონის აპარატს და შესაბამისად, მეტად მავნებელია.
გამოსხივების მიხედვით, ტელეფონები დაიყო 5 დიაპაზონად:N Apple Iphone 3 G-ს მიაკუთვნეს მეხუთე დიაპაზონი, შესაბამისად, მისი გამოსხივებაც მაღალია.
N Nokia-ს მოდელები გამოსხივების მიხედვით სხვადასხვაგვარია. მაგალითად, შედარებით უარესი მაჩვენებელი, ანუ მე-5 დიაპაზონი აქვს E71 1006-ს, შედარებით უკეთესი მაჩვენებელი კი - 5610 -ს.
N Sony-Ericcson-საც სხვადასხვა შედეგი აქვს, უახლესი მოდელებიდან შედარებით უარესი მაჩვენებელი, მე-5 დიაპაზონი, აქვს TM 506-ს, უკეთესი, მე-3 დიაპაზონი კი - W 518A-ს.
N Samsung-ის უახლესი მოდელებიდან შედარებით უარესი შედეგი, მე-5 დიაპაზონი, აქვს SGH A777-ს, საუკეთესო, მე-2 დიაპაზონი კი - SGA A 877-ს.
ტელეფონების ყველაზე "მწვანე" მწარმოებლები.
"მწვანე" კომპანიათა სამეულში, რომლებიც ეკოლოგიას ყურადღებას ყველაზე მეტად უთმობენ, Apple, LG და Nokia შევიდნენ.
კომპანია IDC-ის ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორპორაცია Apple, რომელიც სმარტფონ iPhone-ს აწარმოებს, მობილური აპარატურის მწარმოებლებს შორის ეკოლოგიურობით ყველაზე მეტად გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ეს კორპორაცია მოძველებული აპარატურის უტილიზაციის პროგრამას 95 ქვეყანაში ახორციელებს, სადაც კი თავისი პროდუქციის რეალიზებას ახდენს.
რეიტინგში მეორე ადგილი კომპანია LG-ს მიაკუთვნეს, მესამეზე კი Nokia აღმოჩნდა, რომელიც ახალი ტელეფონების წარმოებაში ცდილობს, გადამუშავებული მეორეული ნედლეული მაქსიმალურად გამოიყენოს.