"Apple"-მა მოგების თავისივე რეკორდი მოხსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"Apple"-მა მოგების თავისივე რეკორდი მოხსნა ტექნოლოგიები
29-10-2010, 13:23
"Apple"-ის სუფთა მოგებამ 2010 წლის მეოთხე კვარტალში რეკორდულად მაღალ თანხას, 4.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალური საიტი იუწყება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოგება 2 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი.

"Apple"-ის მოგებამ 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ასევე რეკორდია. კომპანიის ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა წელთან შედარებით Apple-მა 91%-ით მეტი iPhone-ის გაყიდვა შეძლო. ამ წელს კომპანიამ 14,1 მილიონი iPhone-ის ტელეფონი გაყიდა.

ეს ფინანსური შედეგები Mac კომპიუტერების განსხვავებული მოდელების რეალიზაციითაც აიხსნება. წელს Apple-მა მთლიანობაში 3.89 მილიონი Mac კომპიუტერი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია. კომპანიის ერთადერთი პროდუქცია, რომლის გაყიდვები შემცირდა, მუსიკალური ფლეიერი iPod-ია.

Apple-ის დირექტორმა სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ გაყიდვებში Blackberry-ის მწარმოებელ კომპანიასაც გადაუსწრო. მან ასევე აღნიშნა, რომ Apple-ს წლის ბოლომდე რამდენიმე სურპრიზი კიდევ აქვს შემონახული.
 
 

ასევე:

  • iPhone-5 2012 წელს გამოვა
  • Apple-ი iPhone-ის იაფ მოდელებზე მუშაობს
  • სმარტფონების მსოფლიო გაყიდვები 4,2%-ით გაიზარდა
  • iPhone-ის მეოთხე მოდელი რეკორდული ტემპით იყიდება
  • Apple-ი Facebook-თან ვერ შეთანხმდა და თავისი სოციალური ქსელი შექმნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge