სმარტფონების მსოფლიო გაყიდვები 4,2%-ით გაიზარდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სმარტფონების მსოფლიო გაყიდვები 4,2%-ით გაიზარდა სიახლე
12-11-2009, 14:34
სმარტფონების (ე. წ. ჭკვიანი ტელეფონი) მსოფლიო გაყიდვები მიმდინარე წლის მესამე კვარტლაში 4,2%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას 43,3 მილიონ ერთეულს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია IDC-ის სპეციალისტები აქვეყნებენ. ანალიტიკოსები სმარტფონებზე გაზრდილ სამომხმარებლო მოთხოვნას სმარტფონების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით ხსნიან.
ამას გარდა, მათი მტკიცებით, მომხმარებელთა ინტერესი აღნიშნული მოწყობილობების მიმართ ოპერაციულმა სისტემა Google Android-მაც გაზარდა. კომპანიის ექსპერტები სმარტფონების ბაზრის ზრდას სამომავლოდაც პროგნოზირებენ.
ბაზრის ლიდერად 38%-იანი მაჩვენებლით Nokia რჩება, მან 16,4 მილიონი სმარტფონი გაყიდა. მეორე ადგილს Research in Motion-ის BlackBerry იკავებს. მისი წილი სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე 8,2 მილიონი მოწყობილობის რეალიზაციის შედეგად 19%-ს შეადგენს. ლიდერთა სამეულს კი Apple ასრულებს. მან 7,4 მილიონი iPhone გაყიდა და ბაზრის 17% დაიკავა. მომდევნო პოზიციებზეა HTC (5,6%) და Samsung (3,5%).
 
 

ასევე:

  • "Apple"-მა მოგების თავისივე რეკორდი მოხსნა
  • HP კომპიუტერების წარმოებას წყვეტს
  • iPhone-ის მეოთხე მოდელი რეკორდული ტემპით იყიდება
  • Samsung სმარტფონებისთვის საკუთარ ოპერაციულ სისტემას Linux-ის ბაზაზე ქმნის
  • Apple-ი iPhone-ის იაფ მოდელებზე მუშაობს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge