|
21-06-2010, 14:14
iPhone-ის მეოთხე მოდელი რეკორდული ტემპით იყიდება. კომპანია Apple-ის ახალი სმარტფონები iPhone 4 პირველივე დღეს წარმატებით გაიყიდა. კომპანიის მესვეურებს მობოდიშებაც კი მოუხდათ, რადგან მზარდი ინტერესის გამო, გაიჭედა ოპერატორ AT&T-ის ვებგვერდი, რომელსაც აშშ-ში iPhone-ის გაყიდვის ექსკლუზიური უფლება აქვს. საგულისხმოა, რომ პირველსავე დღეს საიტზე შეკვეთის გაკეთება 13 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინდომა.
მომდევნო დღეებში კომპანიამ ახალი შეკვეთების მიღება უკვე შეგნებულად შეწყვიტა. ამის მიზეზი აპარატების მარაგის ამოწურვა გახდა. AT&T-ის ოპერატორმა კლიენტები იმით დაამშვიდა, რომ გაყიდვები უახლოეს მომავალში განახლდება.
ანალიტიკოსთა თქმით, ახალი სმარტფონი iPhone 4 ბევრად უკეთესია თავის წინამორბედზე და 100 ახალი ფუნქციითაა გამდიდრებული. მათი ვარაუდით, სექტემბრის ბოლომდე კომპანია 36 მილიონ სმარტფონს გაყიდის, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა. |
|