Apple-ი Facebook-თან ვერ შეთანხმდა და თავისი სოციალური ქსელი შექმნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

Apple-ი Facebook-თან ვერ შეთანხმდა და თავისი სოციალური ქსელი შექმნა ტექნოლოგიები
17-09-2010, 11:33
Apple-ის ხელმძღვანელის სტივ ჯობსის ცნობით, მისმა კომპანიამ iTunes-ის მომხარებლებისთვის საკუთარი მუსიკალურ-სოციალური ქსელი Ping-ი მას შემდეგ შექმნა, რაც Facebook-თან აკაუნტების დაკავშირების თაობაზე ვერ შეთანხმდა.

არადა თავიდან, Ping-ის პრეზენტაციის დროს სოციალური ქსელის გვერდზე სპეციალური ღილაკი იყო განთავსებული, რომელიც მომხმარებლებს Facebook–ში საკუთარ პროფილთან აკავშირებდა, თუმცა მოგვიანებით აკაუნტთა დამაკავშირებელი გაქრა.

თავიდანვე აშკარა გახდა, რომ Ping-ი სახელდახელოდ დამზადდა და ის სრულყოფილი არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის iTunes Store-ის გაყიდვებს მაინც განაპირობებს, რადგან სოციალური ქსელის სტანდარტული ფუნქციების გარდა, სარეკომენდაციო სერვისსაც მოიცავს. მაგალითად, Ping-ის მომხმარებელს შეუძლია გაარკვიოს, როგორი მუსიკა გადმოქაჩეს და მოისმინეს მისმა მეგობრებმა. სოციალურ ქსელებში ყველაზე ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტად სწორედ სარეკომენდაციო სერვისები მიიჩნევა.
 
 

ასევე:

  • საქართველოში Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა
  • Facebook-ის ნეიტრალიზაციის მიზნით, Google ახალ პროექტს ამზადებს
  • განათლების სამინისტროს ფოტოკონკურსში სტუ-ის სტუდენტმა გაიმარჯვა
  • HTC Hero-ის ახალი მობილური აპარატი გამოვიდა
  • "Apple"-მა მოგების თავისივე რეკორდი მოხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge