განათლების სამინისტროს ფოტოკონკურსში სტუ-ის სტუდენტმა გაიმარჯვა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

განათლების სამინისტროს ფოტოკონკურსში სტუ-ის სტუდენტმა გაიმარჯვა სტუ
16-10-2011, 19:52
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს მიერ facebook-ის მომხმარებლებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსების „ულამაზესი სვანეთი“ და ”მე სკოლაში მივდივარ” გამარჯვებულები დაასაჩუქრა. საქართველოში წარმოებული პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის მესამე კურსის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი, პრეზიდენტის სტიპენდიანტი გიორგი ფუტკარაძე და ბიოლოგიის მასწავლებელი ხათუნა გოგალაძე. ფოტოკონკურსები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე www.facebook.com/mes.gov.ge გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო.

განახლებული სვანეთი ბოლო პერიოდში ნამდვილ აღმოჩენად იქცა არა მარტო უცხოელებისთვის, არამედ ბევრი ქართველისთვისაც. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა მინისტრის გადაწყვეტილება facebook-ის მომხმარებლებისათვის ფოტოკონკურსი შეეთავაზებია დღეისათვის ყველაზე აქტუალურ და ლამაზ თემაზე სახელწოდებით - ”ულამაზესი სვანეთი”. ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნა ფოტოკონკურსი ”მე სკოლაში მივდივარ”.

facebook-ის მომხმარებლებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით უკვე სხვადასხვა თემატიკის ექვსი ფოტოკონკურსი ჩატარდა. სოციალური ქსელის საშუალებით სამინისტრო მომავალშიც არაერთ საინტერესო, შემეცნებით კონკურსს გამოაცხადებს.
 
 

ასევე:

  • სტუ–ში ტარდება სტუდენტური ფოტოკონკურსი „ჩემი საქართველო“
  • საქართველოში Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა
  • საატესტატო გამოცდები დაიწყო
  • Apple-ი Facebook-თან ვერ შეთანხმდა და თავისი სოციალური ქსელი შექმნა
  • ”Summer job”-ის მონაწილეთათვის პლასტიკური ბარათების გაცემა იწყება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge