|
2-11-2011, 02:41
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, სტუ–ში ტარდება სტუდენტური ფოტოკონკურსი, თემაზე „ჩემი საქართველო“. საკონკურსო ფოტოები გამოქვეყნდება სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის facebook-ის გვერდზე (http://www.facebook.com/GTU.STU), სადაც ჩატარდება ონლაინკონკურსი. სტუდენტური ფოტოკონკურსის ფარგლებში მოწონებების საშუალებით გამოვლინდება I,II და III ადგილზე გასული ფოტოები. ავტორს, რომლის ფოტოც 20 დეკემბრის 24:00 საათამდე ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს, გადაეცემა ფულადი პრიზი: I ადგილი – 300 ლარი, II ადგილი – 200 ლარი, III ადგილი – 100 ლარი.
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოთ სტუ–ის სტუდენტებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტო უნდა გამოაგზავნონ Email-ით მისამართზე – studenti@gtu.ge გრაფიკული ნამუშევრები და ფოტომონტაჟი არ მიიღება. გამოგზავნისას subject-ში უნდა მიუთითონ “ფოტოკონკურსი”, საკონკურსო ფოტოს ატვირთვის შემდეგ ტექსტში სავალდებულოა მიუთითონ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფაკულტეტი, კურსი, ჯგუფი, ტელეფონი, facebook- ის პროფილის მისამართი.
კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოს ატვირთვა.
ფოტოკონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სტუ–ის სტუდენტურ თვითმმართველობაში ან სტუდენტური თვითმმართველობის facebook-ის გვერდზე www.facebook.com/STU.GTU
არაეთიკური კომენტარები გაუფრთხილებლად წაიშლება, არათემატური და არაეთიკური ფოტოსურათები ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. სტუდენტური თვითმმართველობა იტოვებს მომხმარებლების საკონკურსო ნაშრომების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების უფლებას. კონკურსის ყველა მონაწილესთვის სავალდებულოა კონკურსის პირობების დაცვა და შესრულება. ფოტოკონკურსი ცხადდება ერთ ტურად და ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი კონკურსანტის მონაწილეობის შემთხვევაში.
მისამართი: კოსტავას 77. სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი II სართული, ოთახი #251-253, ტელ.: 2 36 29 51. |
|