|
22-03-2012, 18:25
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, საქართველოში მიმდინარე ანტინარკოტიკული პროპაგანდის ფარგლებში, გაიმართა ანტინარკოტიკული აქცია სიმბოლური სახელით - "sport VS drugs".
ღონისძიების ფარგლებში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართა შეჯიბრებები მხიარულ სტარტებში, ქუჩის ფეხბურთში (street soocer), ქუჩის კალათბურთში (street ball), მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ფრენბურთსა და ნარდში. ღონისძიება გაფორმდა მუსიკალურად და წამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი (გოგიჩა) ღონისძიების განმავლობაში აქტიურ პროპაგანდას უწევდა სტუდენტებში ანტინარკოტიკულ განწყობას.
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებული სტუდენტები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ სპონსორების მიერ წინასწარ დაწესებული პრიზებით.
სხვა სტუმრებთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი და სტუ-ის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი.
ღონისძიება პირდაპირ შუქდებოდა facebook-ის გვერდზე.
მისამართი: კოსტავას 77, სააკაძის მოედანი, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის ეზო. საკონტაქო პირი - გიორგი კულდონაშვილი - 593 220006, 2 365 345, 2 365 129. |
|