14 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქცია - “სტუდენტური დედაენის დღე”.
ღონისძიების ფარგლებში სტუ-ის სტუდენტებმა სპეციალურად მოწყობილ “სამკითხველო დარბაზში” საჯაროდ წაიკითხავენ ნაწყვეტს ქართული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაიმართება სტუდენტების შეხვედრა ცნობილ ლიტერატორებთან.
ღონისძიებას სტუ-ის სტუდენტებთან ერთად დაესწრნენ სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები.P