|
9-04-2011, 00:02
8 აპრილს, 20:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე (კოსტავას 77) სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი საღამო.
საღამოზე სიმბოლურად სანთლებით გაანათეს წარწერა "სტუდენტებს გვახსოვს 9 აპრილი" და ცაში გაუშვეს 21 ცის მანათობელი რომლებზედაც ამოტვიფრული იყო 9 აპრილს დაღუპული პირების სახელები და გვარები. ასევე დიდ ეკრანზე ნაჩვენები იყო თომა ჩაგელიშვილის ფილმი, რომელიც ასახავს 9 აპრილს მიმდინარე პროცესებს. სტუდენტებმა წაიკითხეს დაღუპულთა მოსახსენიებელი ლოცვა, ღონისძიებაზე საგალობლები შეასრულეს ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლ "ქართველოს" წევრებმა.
ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. |
|