|
8-08-2012, 23:19
ბარათაშვილის ხიდის ტერიტორიაზე, გუშინ საღამოს სტუდენტებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ, მტკვარში ასობით სანთელი გაუშვეს. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა "მშვიდობის ხიდზე" გადაინაცვლეს და სანთლებით ხელში, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
"სანთლების აქცია" გორშიც მიმდინარეობდა. ომში დაღუპულთა საპატივცემულოდ, ახალგაზრდებმა გორის გამგეობის შენობასთან, ასობით სანთელი დაანთეს.
სტუდენტები მსგავს სიმბოლურ აქციებს, უკვე მეოთხე წელია აწყობენ. |
|