დღეს ომში დაღუპული ჟურნალისტებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს ომში დაღუპული ჟურნალისტებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება სიახლე
7-08-2011, 11:20
დღეს, 7 აგვისტოს, 18:00 საათზე, ევროპის სახლში (თავისუფლების მოედანი #1) გაიხსნება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჟურნალისტების, ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ჟურნალისტების ფოტოსურათები, რომლებიც ღონისძიების ორგანიზატორებს ალექსანდრე კლიმჩუკის დედამ, ქალბატონმა იულიამ და გიგა ჩიხლაძის მეუღლემ, ნატა მუმლაძემ გადასცეს. გამოფენა 9 აგვისტომდე გაგრძელდება.

ფოტოგამოფენას ტელეკომპანია "პიკი" "ომის კვირეულის"ფარგლებში წარმოადგენს. ტელეეთერით იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ შემდეგი ფილმების ჩვენება: ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმი "ცოტა რამ საქართველოს შესახებ", რუსი რეჟისორის, ანდრეი ნეკრასოვის ფილმი "რუსულის გაკვეთილები", ბელარუსი დოკუმენტალისტის, იური ხაშევაცკოვის ნამუშევარი "ლობოტომია", ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების, ლიზი ვაჩნაძისა და ალექსანდრე გაბუნიას ფილმები: "ოკუპაცია" და "სიცოცხლის წყარო", აგრეთვე, ტელეკომპანია „ალანიას" ფილმი „ქართული აგვისტოს ქრონიკები".

ალექსანდრე კლიმჩუკი და გიგა ჩიხლაძე ქართველ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად 2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების გასაშუქებლად ჩავიდნენ ცხინვალში. ისინი ოსურმა ბანდფორმირებმა ცაცხრილეს. 30 წლის გიგა ჩიხლაძე და 27 წლის ალექსანდრე კლიმჩუკი ადგილზე გარდაიცვალნენ.

გიგა ჩიხლაძე კონფლიქტის ზონაში ჟურნალ "NEWSWEEK"-ის რუსულ გამოცემაში მუშაობდა. ის აგრეთვე იყო ფრანგული რადიო RFI-ის მუდმივი კორესპონდენტი და ტელეკომპანია „ალანიას" ახალი ამბების რედაქტორი. ბოლო წლებში მუშაობდა დამოუკიდებელ ჟურნალისტად სხვადასხვა ქართულ და უცხოურ გამოცემაში.

ალექსანდრე კლიმჩუკი ფოტოსააგენტო „CAUCASUS PRESS IMAGES"-ს ხელმძღვანელობდა. ის ასევე მუშაობდა ფოტოკორესპონდენტად "ИТАР-ТАСС"-ში, სხვადასხვა დროს კი გაზეთებში: "Комсомольская правда" და "Московский комсомолец", ასევე სააგენტოებში "HOTOECHOPESS"და "EPA". მისი ფოტოსურათები ჟურნალ "NEWSWEEK"-სა და გაზეთებში - "NEW YORK TIMES" და "LE MONDE" - იბეჭდებოდა.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • სტუდენტებმა ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია მოაწყვეს
  • პატრიარქმა ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
  • ქარავანში ქართველი პოეტების პოეზიის საღამო გაიმართა
  • აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
  • "ამირანი" და "რუსთაველი” საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge