|
9-08-2010, 00:07
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
"ომს მსხვერპლად მიჰყავს შვილები და ჩვენ დღეს ვლოცულობთ მათთვის, რომ უფალმა ძალი ერსა ჩვენსა მისცეს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ვლოცულობთ არა მარტო ქართველებისთვის, არამდე სხვებისთვისაც, ჩვენი მოწინააღმდეგეებისა და მტრებისთვის. რიგითი ჯარისკაცები არაფერ შუაში არიან, ისინი მხოლოდ ბრძანებას ასრულებენ. ღმერთმა მოგვცეს ძალა და სიბრძნე, რომ ასეთი უაზრო ომები აღარ იყოს", - ბრძანა ილია მეორემ ქადაგებისას. |
|