|
26-06-2011, 16:24
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის და ბიჭვინთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა.
როგორც პატრიარქმა დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, ყველა ერს აქვს განსაკუთრებული თვისება, ქართველების თვისება კი სწავლისკენ სწრაფვაა.
"ყოველ ერს რაღაცა ახასიათებს, რაღაც ისეთი თვისება გააჩნია, რომელიც სხვას არ აქვს. აი, ჩვენ ქართველებს გვაქვს ის, რომ სწრაფვა გვაქვს განათლებისკენ. მომავალ ხუთშაბათს ეროვნული გამოცდები იწყება და მე შევთხოვ უფალს, რომ უფალი დაგეხმაროთ და შეგეწიოთ ამ გამოცდების დროს. უფალმა დაგლოცოთ და დალოცოს საქართველოს ახალგაზრდობა", - ბრძანა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს. |
|