|
15-05-2011, 22:04
უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა. პატრიარქმა მათ გამოცდების კარგად ჩაბარება უსურვა. “ადამიანის ცხოვრების გზა რთული პროცესია. მთავარი ის არის, რომ ადამიანმა უნდა აირჩიოს სწორი გზა. მე მინდა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდებს, რომ ცდილობთ გახდეთ სტუდენტები. კიდეც რომ არ მოეწყოთ, არ უნდა გაგიტყდეთ გული. ეს ტრაგედია არ არის. მე გისურვებთ ყოველივე კარგს. გისურვებთ, რომ უფალი მუდამ იყოს თქვენი მფარველი", -მიმართა პატრიარქმა აბიტურიენტებს.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, მთავარი ისაა, რომ ადამიანმა სწორი გზა აირჩიოს.
“როცა ადამიანი მორწმუნეა, როცა ლოცულობს, აღსარებას ამბობს და ზიარებას იღებს, უფალი უხსნის მას გონებას და ამ შემთხვევაში ის სწორ გზას ირჩევს", - აღნიშნა ილია II-მ. |
|