|
6-11-2011, 23:38
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ადამიანებს ერთმანეთის მეტი სიყვარულისკენ და თავმდაბლობისკენ მოუწოდა. როგორც პატრიარქმა დღეს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ადამიანი საოცრებაა.
"ის შექმნილია ხატად ღვთისა. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი, დავეხმაროთ ერთმანეთს, რადგან არ არის გამორიცხული, მომავალში შენ თვითონ იქნები გაჭირვებული და შენც დაგჭირდება სხვისი დახმარება", - ბრძანა პატრიარქმა.
მისი თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, ფიზიკურადაც ეხებიან, ამცირებენ.
"ეს არის უდიდესი ცოდვა და ღმერთი ადამიანს ამ ცოდვას მოჰკითხავს. მინდა გთხოვოთ ყველას - მეტი სიყვარული, მეტი თავმდაბლობა, მეტი ყურადღება მიაქციოთ ერთმანეთს", - აღნიშნა ილია მეორემ. |
|