|
24-06-2012, 15:49
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა. საკვირაო წირვაზე პატრიარქმა დალოცა ყველა ახალგაზრდა - აბიტურიენტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად ემზადებიან, ახალგაზრდები, რომლებიც ქმნიან ოჯახებს, ასევე ბავშვები, უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდები. ილია მეორემ 24 ივნისი ახალგაზრდობის დღედ დააწესა. ახალგაზრდობის დღედ ივნისის ბოლო შეირჩა, რადგან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დასრულებულია. პატრიარქმა დღეს წირვის დასრულების შემდეგ ახალგაზრდული ორგანიზაციები დალოცა და ახალგაზრდობის დღე ოფიციალურად აკურთხა. |
|