პატრიარქმა მრევლს ურთიერთშენდობისკენ მოუწოდა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პატრიარქმა მრევლს ურთიერთშენდობისკენ მოუწოდა კულტურა, სპორტი
6-03-2011, 21:15
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ურთიერთშენდობისკენ მოუწოდა.

როგორც პატრიარქმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს ბრძანა, აუცილებელია, ყველას ვთხოვოთ შენდობა, ვისაც შეურაცხყოფა მივაყენეთ ან ცილი დავწამეთ.

"უნდა შევურიგდეთ მათაც, რომელთაც ჩვენ მოგვაყენეს ტკივილი და შეურაცხყოფა. მაპატიეთ მე ჩემი შეცოდებანი გეტყვით თქვენ მე. ღმერთმა მოგცეთ მადლი, ნათელი ქრისტესი, რომელიც განგვანათლებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგანათლოთ. ღმერთმა ინებოს, რომ თქვენ და მთელი საქართველო აწმყოში და მომავალში იყოს მკვიდრი სასუფევლისა", - ბრძანა კათალიკოს-პატრიარქმა.

ილია მეორემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზედაც, რომ მიტევება ნებაყოფლობითია, თუმცა ვინც მიუტევებს, მას თავისი ცოდვები მიეტევება.

"როგორც შენ მიუტევებ ცოდვებს მოყვასსა შენსა ასევე მოგეტევება შენ", - დასძინა ილია მეორემ.

დღეს საქართველოს მართმადიდებლურმა ეკლესიამ მიტევების დღე აღნიშნა. 7 მარტიდან კი დიდი მარხვა იწყება. დიდი მარხვის პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში საღამოს ლოცვაზე წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის კანონი იკითხება. ოთხშაბათსა და პარასკევს ეკლესიებში პირველშეწირულის ლიტურგია ტარდება. როგორც ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, იგი ანდრია კრეტელის სინანულის კანონს ორშაბათსა და სამშაბათს სიონში საკათედრო ტაძარში, ხოლო ოთხშაბათსა და ხუთშაბათს წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წაიკითხავს.

დიდმარხვა აღდგომიდან 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულები. წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 24 აპრილს აღინიშნება.
 
 

ასევე:

  • ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა
  • პატრიარქმა ადამიანებს მეტი სიყვარულისკენ და თავმდაბლობისკენ მოუწოდა
  • პატრიარქმა ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
  • დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება
  • საქართველოს ეკლესიისა და ტაძრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge