დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება » News.GTU.ge



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება კულტურა, სპორტი
8-05-2011, 21:08
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავს. გარდა ამისა, 8 მაისი მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეცაა. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო დასი მრევლთან ერთად ტაძრიდან სამი მიმართულებით გაემართა და მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამი ჯვარი გადააბრძანა. ხოლო იქ მდებარე ტაძრებიდან ჯვრებს ბათუმში, ზუგდიდში და თუშეთში ეპარქიებში დაასვენებენ.

ჯვართაღმართების უძველესი დღესასწაული 2007 წელს აღდგა. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო. იგი მოციქულთასწორის წმინდა ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმინდა მეფის, მირიანის დროიდან დაწესდა.

სამი ჯვარი პატრიარქმა წელს ხარების დღესასწაულზე სამების ლავრის ხარების ტაძარში აკურთხა. უწმინდესის კურთხევით, წინა წელს აღმართული ჯვრები სხვადასხვა ეპარქიაში გადაბრძანდება, რათა პატიოსანი ჯვრების მადლი საქართველოში განიფინოს.

უწმინდესმა მრევლს კურთხევა მისცა, საკუთარ ეზოებში ხელნაკეთი ჯვრები აღმართონ. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჯვართაღმართების დღესასწაული წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროს დადგინდა.

"გამოჩნდა სამი ვარსკვლავი და სადაც გაჩერდებოდა, იქ უნდა აღმართულიყო ჯვარი. წელს მათი აღმართვა შედგება ანაკლიაში, სარფსა და თუშეთში. ჯვარს აქვს ძალიან დიდი ძალა. აუცილებლად უნდა იყოს ნაკურთხი იგი და მე გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველ თქვენს სახლში, ეზოში იყოს აღმართული პატარა ჯვარი. ღმერთმა ინებოს, რომ ჯვრის ძალამ მოგვიტანოს მშვიდობა და კეთილდღეობა", _ ბრძანა პატრიარქმა.
 
 

ასევე:

  • პატრიარქმა მრევლს ურთიერთშენდობისკენ მოუწოდა
  • ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა
  • დღეს ჯვართამაღლებაა
  • დღეს ჯვართამაღლებაა
  • პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge