|
9-01-2011, 19:41
საქართველოს ეკლესიისა და ქვეყანაში არსებული ტაძრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, საქართველოში უკვე ჩამოსულია კინოდოკუმენტალისტთა ჯგუფი, რომელიც ფილმზე იმუშავებს.
პატრიარქმა მრევლს დავით წინასწარმეტყველისა და იოსებ მართლის ხსენების დღე მიულოცა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 9 იანვარს აღნიშნავს.
ილია მეორემ ისაუბრა ასევე სხვა ეკლესიებთან ქართული ეკლესიის კავშირებზე.
პატრიარქმა დღეს დადუნაშვილები, ჩიკვაიძეები, ალხაიძეები, ლობჟანიძეები და წეროძეები დალოცა. ghn |
|