პატრიარქმა პაატა ბურჭულაძე დააჯილდოვა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პატრიარქმა პაატა ბურჭულაძე დააჯილდოვა კულტურა, სპორტი
28-02-2010, 19:09
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართული საოპერო მომღერალი და საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე დააჯილდოვა.

საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ბურჭულაძეს მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი დღეს, სამების საკათედრო ტაძარში გადაეცა. ცერემონიას, რომელიც ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა, მრევლთან ერთად სინოდის წევრებიც ესწრებოდნენ.

ქართული საოპერო მომღერლის განცხადებით, მისთვის ეს ჯილდო დიდი პატივია, რისთვისაც მან პატრიარქსა და ქართულ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

"უბედნიერესი ადამიანი ვარ და ეს არც არის გასაკვირი. მინდა პატრიარქს და სრულიად საქართველოს დიდი მადლობა გადავუხადო. ვეცდები ეს ჯილდო გავამართლო", - განუცხადა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ მომღერლის წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოების შესახებ ილია მეორემ, 25 თებერვალს, ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტზე განაცხადა.
 
 

ასევე:

  • ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა
  • პატრიარქმა ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
  • საქართველოს ეკლესიისა და ტაძრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
  • პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა
  • პატრიარქმა მრევლს ურთიერთშენდობისკენ მოუწოდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge