პატრიარქმა საკუთარი თავის შეცნობის მნიშვნელობაზე იქადაგა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პატრიარქმა საკუთარი თავის შეცნობის მნიშვნელობაზე იქადაგა კულტურა, სპორტი
9-09-2012, 22:54
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მტავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ადამიანის ფენომენის სირთულესა და საკუთარი თავის შეცნობის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ადამიანი ღვთის ქმნილებათა შორის სასწაულია - იგი ფიქრობს, მუშაობს, აღმოჩენებს აკეთებს კოსმოსში და ყველგან, თუმცა, საკუთარი თავი ვერ შეისწავლა.

"რომაელი ფილოსოფოსი ამობობს – შეიცანი თავი შენი, ეს ნათქვამი ნათქვამად დარჩა. ადამიანი ხშირად უცხოს უფრო სწავლობს, ვიდრე თავის თავს. ბრძენი სოლომონი ამბობს: ჟამი არს ნგრევისა - ჟამი არს შენებისა, ჟამი არს ომისა - ჟამი არს მშვიდობისა. ე.ი. ის მოვლენები, რომელიც ხდება ადამიანთა შორის, ურთიერობა, ომები, თუ სხვა, ყველაფერი ადამიანზეა აწყობილი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი მონაწილე ხდება ან ნგრევისა ან შენებისა", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ბედნიერია ადამიანი, რომელიც აშენებს, ხოლო უბედურია, რომელიც ანგრევს. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ზოგს ჰგონია, რომ აშენებს, მაგრამ სინამდვილეში ანგრევს, ზოგი კი პირიქით, ფიქრობს, რომ ანგრევს და სინამდვილეში აშენებს.

"საოცარი კანონებია ღვთისა, აღმოსავლური მეცნიერება ამბობს – სიხარულო, შენ ხარ საწყისი მწუხარებისა და მწუხარებავ, შენ ხარ საწყისი სიხარულისა. სიხარული და მწუხარება მუდმივად ერთმანეთს ცვლიან, ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს და უნდა გვახსოვდეს, რომ მონაწილე ვიყოთ შენებისა და სიკეთის კეთებისა", - ბრძანა უწმინდესმა და ისურვა, რომ ღმერთმა ქართველ ერს მისცეს მადლი სულისა წმიდისა, რათა მათ აკეთონ სიკეთე, გაეხსნათ გონება და დაინახონ ნება ღვთისა. "შევთხოვთ უფალს მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ადამიანთა შორის", - ბრძანა უწმინდესმა.
ipn.ge
 
 

ასევე:

  • პატრიარქმა ადამიანებს მეტი სიყვარულისკენ და თავმდაბლობისკენ მოუწოდა
  • პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა
  • ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა
  • პატრიარქმა მრევლს ურთიერთშენდობისკენ მოუწოდა
  • პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge