ქართველი დიზაინერის აქცია მსოფლიო მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართველი დიზაინერის აქცია მსოფლიო მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს უცხოეთში
24-11-2009, 23:52
ქართველი დიზაინერის, მარიკა კორკელიას პროექტი "მშვიდობის პოდიუმი ენგურის ხიდზე" ორგანიზაცია "ორიენტ გლობალის" "მსოფლიო მშვიდობის პრემიაზე" ერთ-ერთი მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. დაჯილდოების ცერემონიალი 25 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ლონდონის სახელგანთქმულ მუზეუმში გაიმართება, რომელსაც ევროპის 5 ქვეყნის პრეზიდენტებიც დაესწრებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტი ასი ქვეყნის ათას თხუთმეტი პროექტიდან შეირჩა და ხუთ ფინალისტს შორის მოხვდა. ის წარდგენილია ნომინაციაში "საუკეთესო ახალგაზრდული აქცია".
პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფინანსური დახმარებით განხორციელდა. პროექტის ავტორი ამბობს, რომ მისთვის ასეთი მასშტაბის წარმატება მოულოდნელი იყო. მისი თქმით, მსგავსი აქციის ჩატარების იდეით სამოდელო სააგენტოს თავად აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა მიმართეს, რომლებიც მოდელობაზე ოცნებობდნენ. დიზაინერმა კი მშვიდობის თემაზე სპეციალური საბავშვო ტანსაცმელი შექმნა და დევნილ ბავშვებს საჩუქრად გადასცა. როგორც კორკელია აცხადებს, ბრიტანეთში მოპოვებული წარმატება სწორედ ამ ბავშვების დამსახურებაა.
აქცია, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, ენგურის ხიდზე 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა. აფხაზეთიდან დევნილი პატარა მოდელებისთვის აფხაზეთის საზღვართან სიმბოლური პოდიუმი გამართა მოწოდებით - "ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას". შერიგებისა და ურთიერთობებში წინ გადადგმული ნაბიჯის ნიშნად ბავშვებმა სპეციალური საღებავით თეთრ პოდიუმზე ფერადი ნაკვალევი დატოვეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი, აფხაზეთის ეგრეთწოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან, ცაში მშვიდობის მტრედები გაუშვეს, რომლებსაც აქციის მონაწილეებმა აფხაზურ ენაზე დაწერილი სურვილები გაატანეს.
 
 

ასევე:

  • სტუდენტებმა ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია მოაწყვეს
  • დევნილი ბავშვებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა
  • სტუ-ის წინ “სამოქალაქო ფრონტის” აქცია გაიმართა
  • "ევროპის სახლში" იაპონიისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება
  • აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები აშშ-ში გაემგზავრნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS


    XML error in File: http://feeds.feedburner.com/ambebige?format=xml
    XML error: Space required at line 155


      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge