საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის მე-6 სასწავლო კორპუსის წინ, ეზოში, “სამოქალქო ფრონტის” აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი ჯაბა ჯიშკარიანი იყო.
აქციის დევიზი იყო “უთხარი არა - ძალადობას, სიცრუეს”. ორგანიზატორთა განცხადებით, ყველა სტუდენტმა, ყველა ახალგაზრდამ, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მისი და ქვეყნის მომავალი თითოეული ჩვენგანის ხელშია.
“ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი”, - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით მიმართავდნენ ისინი ახალგაზრდობას.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი აქციები თბილისის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთანაც გაიმართება.