სტუ-ში გაიმართება აქცია - “ერთი დღე სიგარეტის გარეშე” » News.GTU.ge



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

სტუ-ში გაიმართება აქცია - “ერთი დღე სიგარეტის გარეშე” სტუ
9-05-2011, 20:23
11 მაისს, 11:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია, სიმბოლური სახელით - “ერთი დღე სიგარეტის გარეშე”.

სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და სიგარეტის ანტიპროპაგანდის მიზნით სტუ-ის სტუდენტებისათვის ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ჩატარდეს რამდენიმე სახის გასართობი, სპორტული ღონისძიება, რომელშიც ყველა მსურველს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა.

დაგეგმილია შეჯიბრება ქუჩის კალათბურთში (street-ball), ფრენბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში.

შეჯიბრებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და სპონსორების მიერ წინასწარ დაწესებული წამახალისებელი პრიზებით.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს DJ. ღონისძიების ერთ-ერთი მიზანია შეახსენოს და უფრო მეტად ინფორმირებული გახადოს სტუდენტები სტუ-ის სასწავლო კორპუსებში სიგარეტის მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
  • სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ანტინარკოტიკული აქცია ჩატარდა
  • სტუ-ში გაიმართა აქცია “სტუდენტური დედაენის დღე”
  • სტუ-ის სტუდენტები ვეტერან ფეხბურთელებს ხვდებიან
  • აქცია-კონცერტი “მე ვარ სტუდენტი”






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge