|
1-10-2015, 14:06
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, სტუდენტებისათვის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად და მისალოცად გაიმართა პირველკურსელთა დასახვედრი აქცია-კონცერტი, სახელწოდებით: “მე ვარ სტუდენტი”.
ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ნიაზ დიასამიძემ. კონცერტი დაასრულა გრანდიოზულმა ფეიერვერკმა.
სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სტუ-ის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილმა და სხვებმა. |
|