ჯგუფებმა - "მგზავრები", "ფრანი" და "ურსა" - სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ კონცერტი გამართეს.
კონცერტი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიება სტუ-ის რექტორატისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.