|
6-12-2009, 20:02
ქაშუეთის ეკლესიის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა. პროექტი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას მეუღლის, ქეთევან კაჭარავას პატრონაჟით განხორციელდა. “აღნიშნულ სკოლაში სწავლა დევნილ ბავშვებს უფასოდ შეეძლებათ. ისინი საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნობიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საფუძვლიან განათლებას მიიღებენ აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”, - განაცხადა კაჭარავამ. მისი თქმით, კერძო ბიზნესმენების დაფინანსებით შაბათ-კვირას ბავშვების რეგიონებში გაიყვანენ, სადაც ისინი ისტორიულ ძეგლებს ადგილზე გაეცნობიან. “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ჩემი პატრონაჟით ხორციელდება. მომავალში დევნილი ბავშვებისთვის ძალიან ბევრი მსგავსი პროექტის განხორციელება მოხდება", - დასძინა კაჭარავამ. |
|