საზაფხულო სკოლა "ქართული დამწერლობა" ოფიციალურად გაიხსნა » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

საზაფხულო სკოლა "ქართული დამწერლობა" ოფიციალურად გაიხსნა კულტურა, სპორტი
5-09-2011, 22:42
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა, სახელწოდებით "ქართული დამწერლობა", ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ განაცხადა საზაფხულო სკოლა ქართული დამწერლობითა და ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებული უცხოელებისთვის გაიხსნა.

"სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 9 ექსკურსიას მოიცავს. იმ უცხოელ სტუდენტს, რომელიც ჩვენთან ისწავლის, ბოლნისში, დმანისში, მცხეთაში, გელათში, ბათუმსა და დავით გარეჯში საგანმანათლებლო ექსკურიას მოვუწყობთ. ასევე, ქართული კალიგრაფიისა და ქართული ხელნაწერის გამოფენები მოეწყობა", - განაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

საზაფხულო სკოლის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძეც დაესწრო.

"საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის სურვილი 15 სხვადასხვა ქვეყნიდან გამოთქვეს: აშშ, პოლონეთი, გერმანია, რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ბულგარეთი და იტალია... აქედან პროექტით გათვალისწინებული 12 სტუდენტი შეირჩა. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პეოქტია, აქ ჩვენი ქვეყნის დამწერლობისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა ხდება მსოფლიოსთვის", - განაცხადა სურგულაძემ.

პროექტი 15 სექტემბერს დასრულდება.

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • საზაფხულო სკოლა ვილნიუსში
  • სამეცნიერო სკოლების მოსწავლეები საზაფხულო სკოლაში გაემგზავრნენ
  • იუსტიციის სამინისტრო სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლას აწყობს
  • ხელნაწერთა ცენტრს ირანში დაცულ ქართულ ხელნაწერთა ასლები გადაეცემა
  • სტუ-ის სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა მოეწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge