|
16-10-2009, 11:17
16 ოქტომბერს, 14:15 საათზე, კინოთეატრ "რუსთაველში" აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან და კინოთეატრ "რუსთაველთან" პარტნიორობით, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის გაიმართება საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატისა და ოსკარის კინოფესტივალზე წარდგენილი ქართული ფილმის, "გაღმა ნაპირი" წინასაპრემიერო ჩვენება. ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი მოსწავლე აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან.
ჩვენების შემდეგ დაგეგმილია ფილმის განხილვა და შეხვედრა მთავრ მოქმედ გმირთან, თედო ბექაურთან. თედო ასახიერებს 12 წლის ბიჭს, რომელმაც აფხაზეთის ომის შედეგად დაკარგა ყველაფერი, რაზედაც ოცნებობდა. ფილმში ნაჩვენებია თედოს მცდელობა, დაიბრუნოს იმედი და რწმენა.
ღონისძიების მხარდამჭერია ასევე იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა". ფილმის პრემიერა და პრეზენტაცია დაგეგმილია 19 ოქტომბერს კინოთეატრ "ამირანში" |
|