|
19-11-2013, 16:22
ხვალ, 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, III სართულზე, მცირე სააქტო დარბაზში, გაიმართება ირაკლი რობაქიძისა და თამარ თაგვაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ფილმის სათაურია "იქ ცა და მიწა ერთდება”. მასში ასახულია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოგზაურობა წმინდა მიწაზე.
დოკუმენტური ფილმის ჩვენება ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის "ერთსულოვნების" პროექტის ფარგლებში. როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი შეხვედრები გაიმართება საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებლებში. |
|