კულტურის სამინისტროში ვასილ ამაშუკელის ფილმის აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

კულტურის სამინისტროში ვასილ ამაშუკელის ფილმის აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება კულტურა, სპორტი
7-05-2010, 12:45
დღეს, 7 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება ვასილ ამაშუკელის ფილმის "ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე, 1912 წელს” აღდგენილი ვერსიის ჩვენება. ფილმის ხანგრძლივობა 32 წუთია.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ფილმის მულტიმედიური კომპაქტდისკი. პროექტი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით N&N სტუდიისა და კინომემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის მიერ განხორციელდა.

პროექტის ავტორები არიან კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე, კინომცოდნე მარინა კერესელიძე და სცენარისტი ნინო ნატროშვილი.

პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ნეგატივი დაკარგულია. შემორჩენილია მხოლოდ პოზიტიური ასლის ფრაგმენტები. 1954 წელს კინოს ისტორიკოსის, კარლო გოგოძის თაოსნობით, რესტავრაცია ჩაუტარდა ფილმის შემორჩენილ ფრაგმენტებს და კინემატოგრაფიულმა სამყარომ ეს ძეგლი მის მიერ აღდგენილი ვერსიით გაიცნო.

ფილმის ორიგინალი (1912 წლის პოზიტივის შემორჩენილი ფრაგმენტები) ციფრულ მატარებელზე გადაიტანა გერმანულმა კომპანიამ ARRI Film&TV Services (გერმანია), ხოლო ციფრული რესტავრაცია განახორციელა კომპანიამ DIAMANT – Digital Restoration (ავსტრია). დამზადდა კინონეგატივი და დაიბეჭდა ახალი ასლი. თბილისში განხორციელდა ციფრულ მატარებელზე გადატანილი მასალის სიჩქარისა და ფერის კორექცია, შეიქმნა ფილმის ახალი აღდგენილი ვერსია (DVD). აღდგენილი ვერსიისთვის შეიქმნა მუსიკალური პარტიტურა, რომლის ავტორია კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე. ალბომის პირველ დისკზე (DVD) წარმოდგენილია ვასილ ამაშუკელის ფილმის ორიგინალი (რესტავრაციამდე) და აღდგენილი ვერსია. ალბომის მეორე დისკი (CD) წარმოდგენს მულტიმედიურ დანართს მოგზაურობისა და ფილმის შესახებ. აქვე განთავსებულია კოტე ქავთარაძის ფოტოალბომი, ჩაწერილია აკაკის ხმა, რაჭული სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები და აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.

ალბომი საქართველოს სხვადასხვა არქივს, მუზეუმსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა. 20 ეგზემპლარი უკვე გადაეცა ლოს-ანჯელესისა და კალიფორნიის წამყვან არქივებს, მუზეუმებსა და დიგიტალიზაცია-რესტავრაციის ცენტრებს, მათ შორის, ამერიკის კინოაკადემიის არქივს.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში პატრიარქის წმინდა მიწაზე მოგზაურობის ამსახველი ფილმის ჩვენება გაიმართება
  • ხუთი საუკეთესო კინემატოგრაფისტი გამოვლინდება
  • "ამირანში" "ჯაყოს ხიზნების" პრემიერაა
  • კულტურის სამინისტრომ და ლონდონის კინოსკოლამ მემორანდუმი გააფორმეს
  • დევნილი ახალგაზრდებისთვის "გაღმა ნაპირის" ჩვენება გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge