|
5-11-2009, 02:26
5 ნოემბერს, 20:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება რეჟისორ დათო ჯანელიძის ახალი მხატვრული ფილმის, "ჯაყოს ხიზნების" პრემიერა. მთავარ როლებს ასრულებენ ნატო მურვანიძე (მარგო), გიორგი ნაკაშიძე (ჯაყო). ზაზა ბურჭულაძე (თეიმურაზი). ფილმის ოპერატორია გიორგი გერსამია, მხატვარი _ ჯემალ მირზაშვილი, კოსტიუმები ეკა მაღალაშვილს ეკუთვნის, სცენარის ავტორები არიან ვაჟა გიგაშვილი და დათო ჯანელიძე, ხოლო კომპოზიტორი_ დათო ევგენიძე. საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ფილმი 2 კვირას იქნება თბილისი და რუსთავის კინოთეატრების ეკრანებზე. ფილმის სლოგანია: "სიყვარული ვნების გარეშე, ვნება სიყვარულის გარეშე". |
|