საქართველოს კინოთეატრებში "აგვისტოს 5 დღის" პრემიერა გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს კინოთეატრებში "აგვისტოს 5 დღის" პრემიერა გაიმართა კულტურა, სპორტი
6-06-2011, 12:12
5 ივნისს საქართველოს კინოთეატრებში "აგვისტოს 5 დღის" პრემიერა გაიმართა. საპრემიერო ჩვენება, რომელსაც ფილმის ავტორები, მთავარი როლების შემსრულებლები და საგანგებოდ თბილისში ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ, 18:00 საათზე კინოთეატრ „რუსთაველში" შედგა.

პრემიერას დაესწრნენ რენე ჰარლენი, ენდი გარსია, შერონ სტოუნი და სხვა მსახიობები. საპრემიერო ჩვენებას თბილისში ამერიკელი კონგრესმენებიც დაესწრნენ.

ფილმის ჩვენება, თბილისს გარდა, ასევე გაიმართა რუსთავში, ქუთაისში, საჩხერეში, ზუგდიდსა და გორში.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი, წარმოშობით ფინელი ვარ, დიდი დრო ამერიკაში გავატარე, ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ საქართველოს მსგავსი არაფერი მინახავს", - ასე დაიწყო საუბარი რეჟისორმა რენე ჰარლენმა დღეს სასტუმრო "რადისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ფილმის გადაღების რამდენიმე სცენა და ემოციაც გაიხსენა, რომელიც "აგვისტოს 5 დღეზე" მუშაობას ახლდა თან.

"დღეს ჩემთვის უაღრესად ემოციური დღეა. საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, არ ვიცოდი, რა ისტორია უნდა გადამეღო. საინტერესო პროცესი იყო ჟურნალისტებთან, პოლიტიკოსებთან, ხალხთან საუბარი ... როდესაც მოვლენებს გავეცანი, ჩემთვის ფილმის გადაღება ერთგვარ იდეა ფიქსადაც იქცა. მინდა გავიხსენო ერთი ისტორია, რომელიც ფილმის გადაღებისას მოხდა: ჩვენს ოპერატორს, რომელსაც უამრავ ცხელ წერტილში უმუშავია, თვალზე ცრემლიც კი მოადგა. მიზეზი რომ ვკითხე, ასეთი რამ მიამბო: თურმე ერთ-ერთი გადაღებისას თავის მეწყვილეს მიუბრუნდა, რათა დახმარება ეთხოვა, მაგრამ ნახა, რომ იგი გარდაცვლილი იყო. სწორედ ამიტომ ეს ფილმი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან მასში ჩვენ ასეთი ადამიანების სახელითაც ვლაპარაკობთ", - აღნიშნა რეჟისორმა. გარდა ამისა, რენე ჰარლინმა ქართული სტუმართმოყვარეობის, სამზარეულოსა და ქართველი ქალების სილამაზის გამო აღფრთოვანება გამოთქვა.

ჰოლივუდის მსახიობის, ენდი გარსიას განცხადებით კი, „აგვისტოს 5 დღე" არ არის ფილმი მხოლოდ საქართველოზე, ის უნივერსალური ხასიათისაა და მოიცავს ისტორიას, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოს შეიძლება გადახდეს.

„ეს არის ისტორია, რომელიც მეორდება და ძალიან ბევრ ქვეყანას გადახდენია. ეს არ არის ფილმი მხოლოდ საქართველოსა და მის პრეზიდენზე, ეს ომის საწინააღმდეგო ფილმია. მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი ტრაგედია. თავად მე ვარ კუბიდან, რომელიც ახლაც გარკვეული გამოწვევის წინაშე დგას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს ყველამ პატივი ვცეთ", - განაცხადა გარსიამ სასტუმრო „რასიდონში" გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი განმარტებით, მისთვის ომი და ძალადობა მიუღებელია და ამ ფილმით გამოხატა არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ მისი, როგორც მსოფლიო მოქალაქის პოზიცია.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა შერონ სტოუნმა კი, თბილისში სტუმრობის ფარგლებში, ძველი თბილისი დაათვალიერა. მსახიობი მეტეხის ეკლესიაში და ანჩისხატში იმყოფებოდა. სტოუნმა "რედისონ ბლუ ივერია" 12:00 საათისთვის დატოვა. მან ბავშვებთან სურათებიც გადაიღო. ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი საქართველოს საპატრიარქოსაც სტუმრობდა. მას პირადად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა. ილია მეორემ მსახიობს თავისი საგალობლები მოასმენინა, თავისი ხელით მოხატული ხატები და ზამთრის ბაღი დაათვალიერებინა. უწმინდესმა ჰოლივუდის ვარსკვლავს ღვთისმშობლის ხატიც უსახსოვრა.

თბილისამდე, "აგვისტოს 5 დღის" პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. საფრანგეთში ფილმის ჩვენებას მთელი მსოფლიოდან ჩასული კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრენ. "ეს ისტორია ღირდა მსოფლიოსათვის მოსაყოლად", - ასე წარადგინა სურათი თავად რეჟისორმა რენე ჰარლინმა. ჩვენების შემდეგ მიღება გაიმართა, რომელსაც 600-მდე სტუმარი დაესწრო. ღონისძიებაზე რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტომასალაც იყო გამოფენილი.

ფილმი, რომელიც საქართველოში რუსულ აგრესიას ასახავს, 50 ქვეყანაში გაიყიდება.
 
 

ასევე:

  • დავით გოგუაძის ფილმის, "ხომლი 2"-ის, პრემიერა გაიმართა
  • "ამირანში" "ჯაყოს ხიზნების" პრემიერაა
  • ჩარლი ჩაპლინის "ახალი ფილმი" სამ ფუნტად იყიდეს
  • დევნილი ახალგაზრდებისთვის "გაღმა ნაპირის" ჩვენება გაიმართება
  • სტუ-ში პატრიარქის წმინდა მიწაზე მოგზაურობის ამსახველი ფილმის ჩვენება გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge