|
14-06-2013, 13:45
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ეწვევა. უწმინდესი დაესწრება სამეცნიერო კონფერენციას, კონფერენციის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის თვითშემოქმედებითი ანსამბლები პატრიარქის პატივსაცემად შეასრულებს საგალობლებს. დასწრება თავისუფალია.
14 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდება სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, საქართველოს საინჟინრო აკადემია.
კონფერენცია ტარდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. |
|