ილია მეორე ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციას დაესწრო » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ილია მეორე ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციას დაესწრო სტუ
14-06-2013, 16:30
ილია მეორე ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციას დაესწრო სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველოლოგიურ კონფერენციას დაესწრო. ღონისძიება სტუ-ის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა. კონფერენციის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის თვითშემოქმედებითმა კოლექტივებმა პატრიარქის პატივსაცემად კონცერტი გამართეს.

პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელს, მეუფე ანანიას. მან დალოცა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. უწმინდესმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქრად წმინდა თამარ მეფის ნაქარგი ხატი გადასცა და შეახსენა, რომ ეს წელი თამარის წლადაა გამოცხადებული. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველი შაბათი წიგნის დღედაა დაწესებული. მისი ინფორმაციით, 15 ივნისს, 12:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება და დამსწრე საზოგადოება ბიბლიოთეკაში მიიწვია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა“. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, საქართველოს საინჟინრო აკადემია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. ფრანგიშვილის თქმით, უწმინდესისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო.

კონფერენცია ჩატარდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.
 
 

ასევე:

  • პატრიარქი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრება
  • სტუ-ში ქართველოლოგიური კონფერენცია ტარდება
  • პატრიარქმა სტუ-ის ჯვარგუმბათოვანი ტაძრის პროექტი მოიწონა
  • პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა
  • პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge