|
11-01-2010, 20:34
/GHN/ 12 იანვარს, 12:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა. ილია მეორე სტუდენტებს შეხვდება და ხუთ მათგანს პატრიარქის სტიპენდიანტის დიპლომს გადასცემს. სტუდენტებთან შეხვედრა უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართება. |
|