|
21-04-2011, 02:32
21 აპრილს სვეტიცხოვლის ტაძარში მირონს აკურთხებენ. ცერემონიას თავად უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეასრულებს.
უწმინდესი დიდ ხუთშაბათს „ფერხთბანის" რიტუალსაც ჩაატარებს და ვნების თორმეტ სახარებას წაიკითხავს.
მირონის კურთხევის უფლებით, მართმადიდებელი ეკლესია უძველესი დროიდან სარგებლობს. ისტორიული რიტუალი 15- 20 წელიწადში ერთხელ აღესრულება. წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყება.
ღვთისმსახურებაზე დასწრების მსურველებს 07:30 საათიდან სპეციალური ავტობუსები მოემსახურება, რომელიც მცხეთის მიმართულებით რესპუბლიკის მოედნიდან გავა. |
|