« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ეკლესია მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
7-01-2010, 02:15
მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. საშობაო ალილო 14:00 საათზე დაიწყება. მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. მეალილოების მისვლის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისს გადაიხდიან. სამების ახალგაზრდული ცენტრის წევრები საშობაო ალილოსთვის მოგროვებულ ტკბილეულს, სათამაშოებსა და საჩუქრებს თბილისის, კოჯრისა და წყნეთის უდედმამო ბავშვთა სახლებსა და თემქაზე არსებულ მოხუცთა თავშესაფარს დაურიგებენ. ალილო უწინდესისა და უნეტარეისის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იმართება. ალილოობა უძველესი ტრადიციაა და იგი საპატრიარქოს ინიციატივით უკვე მეათე წელია ეწყობა. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები საქონელს აფარებდნენ. უფლის შობა მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. სწორედ მწყემსებმა იხილეს პირველად მაცხოვარი. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე:
დღეს სულთმოფენობააეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავსეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავსდღეს ამაღლებაადღეს შობაა
|
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|