|
23-05-2010, 10:51
დღეს, 23 მაისს, მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
სადღესასწაულო წირვა ყველა ტაძარში აღევლინება.
სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება და მოძრავი დღესასწაულია.
ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.
სულთმოფენობის დღესასწაულზე მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
წირვის დასრულების შემდეგ კი მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის. ghn.ge |
|