|
22-08-2010, 11:36
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მატათა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
წმინდა მოციქული მატათა უფალმა იუდა მოციქულის ნაცვლად დაადგინა. უფლის ჯვარცმიდან 50-ე დღეს სულიწმინდის გარდამოსვლისას მოციქულებზე სულიწმინდის მადლი, სხვა მოციქულებთან ერთად, მასზედაც გადავიდა.
წმინდა მატათა მოციქული იუდეველთა ტომიდან იყო და ქალაქ ბეთლემში დაიბადა; ადრეული ბავშვობიდან წმინდა სახარებას და საღმრთო სრჯულს სვიმეონ ღვთისმიმრქმელი ხელმძღვანელობით სწავლობდა.
წმინდა მოციქულს საქადაგებლად იუდეა ხვდა. ამასთან, მან წმინდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა აჭარაში, კოლხეთში. გადმოცემით, მატათა მოციქული აჭარაში, გონიოს ციხე-სიმაგრეშია დაკრძალული. |
|