|
13-07-2010, 00:59
13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის წმინდა 12 მოციქულის ათორმეტ მამათა ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
საქართველოში მოქმედ ყველა ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო ლიტურგიას, წმინდა 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
სახარების მიხედვით, უფალმა თავის მოწაფეებად 12 მოციქული აირჩია. მათი უმეტესობა მეთევზეები იყვნენ. ეკლესია წმინდა მოციქულების: პეტრეს, ანდრიას, იაკობის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესის, იუდა იაკობისის, სიმონ მოშურნისა და მატათას ხსენებას აღნიშნავს.
სვეტიცხოვლის ეზოში ჩვილთა მე-12 ნათლობა გაიმართება. ნათლობა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში, 16:00 საათის შემდეგ დაიწყება და 700-მდე ბავშვი მოინათლება. მე-12 ნათლობისთვის ჩვილთა რეგისტრაცია საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეში~ 18-20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
პატრიარქის ინიციატივით, პატრიარქის ნათლულები ის ბავშვები იქნებიან, რომლებიც საქართველოს ნებისმიერი ეროვნების, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოჯახში მესამე ან მომდევნო შვილი იქნება. ტრადიციას საფუძველი 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღეს, ჩაეყარა. ამჯამად პატრიარქს 5000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ჩვილთა მე-11 ნათლობა წელს გაზაფხულზე, კვირაცხოვლობას გაიმართა |
|