დღეს ალავერდობაა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს ალავერდობაა კულტურა, სპორტი
28-09-2010, 00:25
დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კი ჩვილთა მე-13 ნათლობა გაიმართება.

წმინდა იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამებთან ერთად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო. წმ. იოსები ღვთის ნებით კახეთს, იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო იმ ხის ჯვარისგან, რომელზედაც უფლი აწამეს.

ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მამა იოსებს უფალმა მოუვლინა დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით იმ მიდამოებში სანადიროდ იყო გასული. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ალავერდის უდაბნოში ტაძარს ააშენებდა და საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს.

მალე წმ. იოსების ღვაწლით ამ მხარეში ურწმუნოება აღმოიფხვრა და ღვთისმსახურება განმტკიცდა. წმინდა მამა თავისივე აშენებულ ალავერდის ტაძარშია დაკრძალული. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.
 
 

ასევე:

  • ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია მატათა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია მიქაელ ულუმბოელის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია 13 ასურელი მამის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • სვეტიცხოვლის ეზოში ჩვილთა მე-12 ნათლობა გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge