ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
10-04-2011, 01:09
დიდმარხვის მეხუთე კვირიაკეს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ღირსი დედის, მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

წმიდა მარიამ ეგვიპტელი V საუკუნეში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობები წმინდა მამა ზოსიმე პალესტინელმა შემოინახა. იგი წმ. მარიამ ეგვიპტელს იორდანის უდაბნოში შეხვდა, სადაც მისი თავგადასავალი შეიტყო.

მარიამი ახალგაზრდობაში უღირსი ცხოვრებით ცხოვრობდა. შემდეგ ღვთის განგებით მოექცა და ცოდვების მოსანანიებლად მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება უდაბნოში გაატარა, სადაც აღესრულა კიდევ.

დიდმარხვის მე-6 კვირას კი ბაიაობის, ანუ ბზობის დღესასწაული აღნიშნება. დიდმარხვა წელს 7 მარტს დაიწყო და 24 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
 
 

ასევე:

  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
  • ეკლესია მატათა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
  • 4 დეკემბერს ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge