ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
28-03-2010, 02:23
28 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას _ ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შეასრულებს.

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ზეთისხილის მთას, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს.

სახარების მიხედვით, იერუსალიმისაკენ მიმავალ მაცხოვარს ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაϧთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" (მათე 21, 9).

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ამბობს: "ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას".

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

დიდმარხვა წელს 15 თებერვალს დაიწყო და 4 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
 
 

ასევე:

  • დღეს ბზობაა
  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
  • ეკლესია მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
  • ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge