ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს ---
7-03-2010, 17:58
დღეს, 7 მარტს, დიდმარხვის მესამე კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ამ დღსთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას გამართავს.

ჯვრის თაყვანისცემა დიდმარხვის შუა პერიოდში აღინიშნება. იგი მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს. დიდმარხვის შემდეგი კვირა წმინდა იოანე კლემაქსის სახელწოდებით აღინიშნება, რომელმაც ადამიანის განწმენდისთვის და უფალთან მისასვლელად სულიერების კიბე აღწერა. მას სხვაგვარად კიბისაღმწერელსაც უწოდებენ.

დიდმარხვა წელს 15 თებერვალს დაიწყო და 4 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეების, ცხრა ყრმა კოლაელთა ხსენების დღეს აღნიშნავს.

ცხრა ყრმა კოლაელნი: გუარამი, ადარნასე, ბაქარი, ვაჩე, ბარძიმი, დაჩი, ჯუანშერი, რამაზი და ფარსმანი VI საუკუნეში აღესრულნენ. ისინი მდინარე მტკვრის სათავეში წარმართმა მშობლებმა ქრისტიანობის მიღებისთვის ჩაქოლეს.
 
 

ასევე:

  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
  • ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია მატათა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
  • 4 დეკემბერს ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge