ეკლესია დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენებას აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენებას აღნიშნავს კულტურა, სპორტი
10-06-2012, 01:25
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენებას აღნიშნავს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღესრულება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

დღეს, ასევე პეტრე-პავლობის მარხვის აღებაა. წელს პეტრე-პავლობის მარხვა 11 ივნისს იწყება და 12 ივლისამდე პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე გაგრძელდება.

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე სხვა მოციქულთა შორის თავიანთი მოციქულებრივი და მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან. ამიტომ ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც "თავთა მოციქულთა". ისინი სხვადასხვა გზით მივიდნენ ქრისტესთან. წმინდა პეტრე მოციქული უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წმინდა პავლე მოციქული, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი,რომელიც სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ უფლის უდიდესი მსახური გახდა. მოციქულები ერთდრულად, იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს აღესრულნენ. წმინდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს, ხოლო წმინდა პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს ჯვარზე.
 
 

ასევე:

  • დღეს პეტრეპავლობაა
  • ეკლესია მატათა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge