|
12-07-2011, 01:35
დღეს, 12 ივლისს, პეტრეპავლობაა. მთავრდება მარხვა, რომელიც 20 ივნისს დაიწყო და ეკლესია პეტრეპავლობას აღნიშნავს.
პეტრეპავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. ამ მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ, ის ყველაზე დიდი ექვს კვირას გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღეს.
მიდა მოციქულები პეტრე და პავლე, სხვა მოციქულთა შორის, თავიანთი მოციქულებრივი და მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან. ამიტომ ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც "თავთა მოციქულთა". ისინი სხვადასხვა გზით მივიდნენ ქრისტესთან. წმინდა პეტრე მოციქული უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წმინდა პავლე მოციქული, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ უფლის უდიდესი მსახური გახდა. მიუხედავად ამისა, მათ შორის ერთგვარი სულიერი მსგავსებაა. ისინი ერთდრულად, იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს აღესრულნენ. წმინდა პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო წმინდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს. |
|