|
27-01-2010, 02:39
27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 500 ბავშვს მონათლავს. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურში განაცხადეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე გაიმართება. ეს პატრიარქის მიერ ბავშვების რიგით მეათე ნათლობაა. პატარებს საჩუქრად სახარება, ჯვრები და ნათლობის სიგელი გადაეცემათ. დღეისათვის კათალიკოს-პატრიარქის ნათლული 4480 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. |
|