|
24-05-2012, 13:32
დღეს, 24 მაისს, მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა. სადღესასწაულო წირვა სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათზე დაიწყება.
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.
სახარების მიხედვით, აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ. ქრისტემ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს. |
|